ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ეს იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის“ – შალვა პაპუაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შეცვლის.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გამოეხმაურა.

„იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერმინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. ეს არის პრინციპში მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან შემდეგ წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერმინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შესძენს ახალ დინამიკას პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....