ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში რეფორმები განხორციელებადი” – ნაცვლიშვილი

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში რეფორმები განხორციელებადი – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

“პრორუსული ოცნება რომ იწონებდეს „ლელოს“, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, გვაქვს რეალური გეგმა, რომელიც მოიცავს რეალურ ნაბიჯებს, შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან, შეურიგებელ ბრძოლას სასამართლოში კლანურ მმართველობასთან, შეურიგებელ ბრძოლას ოლიგარქიასთან და ოლიგარქიულ მმართველობასთან, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც არის ჩვენს გეგმაში და რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ცხრა პუნქტთან. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში ეს რეფორმები განხორციელებადია“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....