ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძეს დიდი გამოცდილება აქვს, სამეცნიერო საქმიანობიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული, მან შეძლო, „ქართული ოცნება“ ჩამოეყალიბებინა რეალურად გამართულ პარტიად” – სუბარი

ირაკლი კობახიძეს დიდი გამოცდილება აქვს, სამეცნიერო საქმიანობიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული, მან შეძლო, „ქართული ოცნება“ ჩამოეყალიბებინა რეალურად გამართულ პარტიად – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

“მას ებრძოდა მთელი ოპოზიცია, როცა ირაკლი კობახიძე მათი ტელევიზიების დარტყმის ობიექტად იქცა. პარალელურად, შიგნით გუნდშიც არ იყო კარგი სიტუაცია – ბევრი თანაგუნდელი დაუპირისპირდა მაშინ. ირაკლი კობახიძეს ებრძოდნენ ღიად, ფარულად, ამომრჩევლები და თანამოაზრეები იყვნენ დაბნეული, რადგან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პარტიის დამფუძნებლები იყვნენ, გაჩნდა ეჭვები, ხალხმა არ იცოდა რა გაეკეთებინა. ირაკლი კობახიძემ ამ პერიოდში შეძლო, თავისი პრინციპულობით, სიმართლისადმი ერთგულებით, გაეტანა ის პოზიცია, რაც სწორად მიაჩნდა და გახდა ის ადამიანი, მათ შორის ძველი „ოცნებელებისთვისაც“, რომლისაც უსიტყვოდ სჯერათ და უსიტყვოდ მიჰყვებიან. ამას ძალიან დიდი მოხერხება სჭირდებოდა. კობახიძემ შექმნა კონსტიტუცია, რომელმაც, პრაქტიკულად, ახალი წესრიგი დაამკვიდრა ქვეყანაში და რომლის უპირობო ავტორიცაა თავად. მას არათუ თითოეულ სიტყვაში, წერტილსა და მძიმეში გააზრებული აქვს, რა რატომ სჭირდება ქვეყანას, არამედ შემდეგ მათ პოლიტიკურ დაცვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. უპირობო ლიდერია საპარლამენტო გუნდში და ავტორიტეტი არის სამთავრობო გუნდშიც, რომელშიც ახლა მოუწევს მუშაობა და სიახლეების კუთხითაც მისი იქ გადასვლა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ბოლო ვიზიტი ჩინეთში, უმაღლეს დონეზე შეხვედრები და დელეგაციის წარმატება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საგარეო ფრონტზეც შეუძლია ბევრი სიკეთის მოტანა ქვეყნისთვის. დასავლეთში მის ვიზიტებსა და წარმატებაზე ყველამ ვიცით, რაც არაერთხელ ყოფილა აღიარებული. ასე რომ, გაგრძელდება ის ტრადიციები, რომლებიც აქამდე იყო“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....