ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია” – იაგო ხვიჩია

“ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია – – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

“არ მესმის, როგორ შეიძლება პრეზიდენტს ვინმემ დაუმალოს ვიზიტის შესახებ? ვიღაც თუ მალავს, როგორ შეიძლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ თვითონ გაარკვიოს ეს. ზოგადად, მგონია, რომ „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია. სალომე ზურაბიშვილს თუ მართლა აწუხებს, რომ მის უფლებამოსილებებს ზღუდავენ, არაერთხელ მივეცით რჩევა, როგორ უნდა მოიქცეს მართლა ოპოზიციონერი პრეზიდენტი, მაგრამ გვაქვს რწმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია. შესაბამისად მთელი ეს კონცერტი – მისი ვერ გადაყენებიდან დაწყებული და ყოველდღიური განცხადებები ამ თამაშის ნაწილი გვგონია, ამიტომ მაინცდამაინც სერიოზულად ვერ ვიღებთ“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....