ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა და უნდა ვიმსჯელოთ ევროსტანდარტებით და არა იმ სტანდარტებით, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს” – ვოლსკი

ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა და უნდა ვიმსჯელოთ ევროსტანდარტებით და არა იმ სტანდარტებით, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“მოლოდინი არის ის, რომ მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც დაესწრება, მაგრამ [არ მაქვს] არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტრუქციული მსჯელობა იქნება, თავს დაანებებენ ულტიმატუმების დაყენებას (ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აქვთ ულტიმატუმი) და ერთხელ და სამუდამოდ გაიგებენ, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა და უნდა ვიმსჯელოთ ევროსტანდარტებით და არა იმ სტანდარტებით, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს. გნებავთ მოსამართლეების არჩევა დანიშვნის საკითხებში, გნებავთ ცესკო-ს შემადგენლობის არჩევის საკითხებში. ამ თემებს აქვს მნიშვნელობა და არა იმას, მოვლენ თუ არა შეხვედრაზე. ისედაც მძიმე მაგალითები იხილეთ იმის, თუ როგორი ორგანიზება შეიძლება გაუკეთო საბოტაჟს და ამ პირობებში ცხოვრობს საქართველო საკმაოდ დიდი ხანია“ – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....