ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ სამუშაო პროცესში ოპოზიციის შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ქვეყანაზე სასწაულები ხდება” – ოდიშარია

თუ სამუშაო პროცესში ოპოზიციის შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ქვეყანაზე სასწაულები ხდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ევრო რეკომენდაციების 9 პუნქტთან დაკავშირებით, შესრულების თაობაზე 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, ისინი ფიქრობენ, რომ პროცესს შემოუერთდნენ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. თუ პროცესში შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ რომ ამ ქვეყანაზე სასწაულები ხდება. არ მინდა, წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ შემოერთდებიან. ჩვენ გვსურს, რომ შემოუერთდნენ, რადგან ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის მომავლის საქმეს. ოპოზიციისთვის, ჩემი აზრით, ეს ბოლო შანსია, ზღვარია, სადაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუ არა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც 12 რეკომენდაციაზე ვიმუშავეთ“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

იტვირთბა....