ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაფანყურში 3 ადამიანი დაჭრეს

თელავის მუნიცპალიტეტში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა. როგორც ცნობილია, შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.

დაშავებულები თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმის შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

იტვირთბა....