მამაკაცს, რომელიც ძაღლის სასტიკად ცემის ფაქტზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ადვოკატი კი აცხადებს, რომ პროკურატურას საქმეში არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები.
„არ ვიცი, რის საფუძველზე დააკავეს, სასამართლოზე ეს კაცი ნებაყოფლობით გამოცხადდა და სასამართლო ალბათ აღკვეთ ღონისძიებას არ გამოიყენებს. როგორ შეიძლება აღიარება“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ადვოკატმა, სულეიმან ისმაილოვმა.