ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.
საგანგებო საერთაშორისო სამიტის გახსნისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობას და უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, დასავლელი ლიდერები იქნებიან უკრაინის გვერდით იმდენხანს რამდენიც საჭირო იქნება.
კირ სტარმერთან ერთად სამიტს ესწრებიან: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი; საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი; იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი; ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა; კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო; დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიქსენი; ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იუნას გარ სტორე; ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი, დიკ შუფი; ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი; თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი; ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე; ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა.