ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელი ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის გეგმას დათანხმდა

ისრაელი ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის გეგმას დათანხმდა – Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განმარტებით, უიტკოფის წინადადებით, ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევარი ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ, მეორე ნახევარი კი, ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ აღნიშნა, რომ ეს აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ადრე ხელმოწერილ გარიგებებს.

იტვირთბა....