ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ში სტატია აქვეყნებს.
სტატიაში პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს და მიმოიხილავს ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიას. ბენსუდა განმარტავს, რომ გამოძიების მიზანს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის დადგენა არ წარმოადგენს და იქვე დასძენს, რომ ქართულ-რუსული მხარე შეეცადა აღნიშნული კონფლიქტის დამოუკიდებელ გამოძიებას, თუმცა წარმატებას გამოძიების საქმეში ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია.
“სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება მიმემართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოეცა შესაძლებლობა გვეწარმოებინა გამოძიება.
თუ მოპოვებული მტკიცებულებები მოგვცემს გონივრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პირმა ჩაიდინა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაშინ გადავალთ შემდეგ ეტაპზე – მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს დაკავების ორდერი, ან გამოსცეს ბრძანება სასამართლოში გამოცხადების შესახებ.
მე და ჩემი გუნდი ვიმყოფებოდით თბილისში. შევხვდით პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და მინიტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. ვფიქრობს, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ გამოძიებასთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ვიმედოვნებთ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე ითანამშრომლებს გამოძიებასთან.” – წერს ბენსუდა.