ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“ – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სეზონური გრიპებია და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს, არა მარტო საქართველოში, ეს მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ. ვაქცინაციას, რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია“, – აღნიშნავს აზარაშვილი.

იტვირთბა....