ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორის ავტობანზე უაქციზო სიგარეტით დატვირთული მანქანის მძღოლი დააკავეს

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, გუშინ, 7 იანვარს, გორის ავტობანზე კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.

როგორც აღნიშნულია მედია წერს, ამოღებულია დიდი ოდენობით სიგარეტი „მანჩესტერი“.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის თქმით, ავტომანქანა თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. თუმცა, საიდან შემოიტანეს უაქციზო სიგარეტი, ჯერჯერობით უცნობია.

„როგორც ბრალდებულმა თქვა, უაქციზო სიგარეტი თბილისში, მისთვის უცნობი პირისგან შეიძინა და ახალციხეში მიჰქონდა. რაოდენობა ძალიან ბევრია, დაახლოებით 2 ათას ლარამდე ღირებულების,“ – ამბობს ხორგუაშვილი.

იტვირთბა....