„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციონირების შესახებ ისაუბრა.
„ხაზარაძეს ისე მიჰყავს საქმე, ჩვენ დაგვაბრალებენ, რომ მის პიარსამსახურს ვხელმძღვანელობთ და ვაფინანსებთ, რათა ისეთი სისულელეები ილაპარაკოს, რომ ჩვენთვის კიდევ უფრო სასიკეთოდ იყოს საქმე. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან პოლიტიკური რომანი გააბა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ატყუებს. რა შანსები აქვს ხაზარაძეს, ამას ვნახავთ. ახლა მისივე ამომრჩეველიც დაბნეულია. ვეღარ გაარკვიეს, ხაზარაძე „ნაცებთან“ არის თუ ვისთან. თან რომელ „ნაცებთან“ არის, იქაც ხომ გაიყვნენ – 5 ნომერი პრიმა, 5 სეკუნდა, 5 ნომერი ტერცია და ა.შ. რომელი „ნაცი“ ვისთან გაერთიანდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მარტივი ფორმულაა – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, ანუ, „ნაცმოძრაობა“ არ იცვლება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.