უცხოური გამოცემა Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ რუსეთისთვის სანქციების შერბილების გეგმაზე მუშაობს.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინას რუსული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იმ სანქციების სიის შემუშავება სთოვა, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს არაერთი სანქცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაუწესა, რაც 27 თებერვალს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.