ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. ჩინეთმა საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან ინპორტირებულ საქონელზე ტარიფების გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. ათპროცენტიანი ტარიფები კი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.

იტვირთბა....