ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკითხზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ეტაპზე მშვიდობისთვის მზად არ არის.
„რა თქმა უნდა, კარი ღიაა, თუკი ზელენსკი მზად არის, სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე. შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო შეთანხმების დეტალების განხილვაზე. იცით, ეს არავის გაახარებს. რუსებს მოუწევთ რაღაცის დათმობა. უკრაინელებს მოუწევთ რაღაცის დათმობა. შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში და თქვა, მოგვეცით უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ არ განვიხილავთ თქვენთან ერთად, რისი დათმობისთვის ვართ მზად. ეს იყო უკრაინის პოზიცია. ეს პოზიცია როდესაც შეიცვლება, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, როდესაც ისინი მზად იქნებიან, ისაუბრონ მშვიდობაზე, ვფიქრობ, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი, ვინც აიღებს ტელეფონს“, – განაცხადა ვენსმა.