ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს, მექსიკურ და კანადურ პროდუქტებზე კი 25 %-იანი ტარიფებს აწესებს

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა, რაც შეეხება ჩინურ საქონელს, ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მიმართ დაწესებული ათპროცენტიანი ტარიფები ორმაგდება, – ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი – მექსიკისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ განკარგულებას ხელი თებერვლის დასაწყისში მოაწერა.

იტვირთბა....