ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოკუპაციასა და ანექსიას უნდა ვუპასუხოთ მკვეთრი განცხადებით, რაც გასაგები იქნება აფხაზეთში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან“ – დეკანოიძე

პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრის“ ეთერში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან მიმართებით, საქართველოს პოზიციონირების საკითხზე ისაუბრა.

„ოკუპანტების მხრიდან უმძიმესი ნაბიჯია. როდესაც საქმე გვაქვს ჩვენი ტერიტორიის ანექსიასთან, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მკვეთრი განცხადებები და საზოგადოების მკვეთრი სიცხადე და არა ისეთი დუმილი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია. ხელისუფლებას და საზოგადოების ყველა წევრს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ანექსიას უნდა ვუპასუხოთ ხისტი, მკვეთრი და გასაგები განცხადებით, რომელიც გასაგები იქნება აფხაზეთში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 26 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

იტვირთბა....