„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ, „ტვ პირველის“ ეთერში ხელისუფლების ცვლილებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ისაუბრა.
„საზოგადოება არის მზად ცვლილებისთის, სურს ცვლილელები, სურს არ გაგრძელდეს ასეთი რეგრესი ქვეყნის. ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენი მკაფიო გეგმა ხალხს.
„ლელოს“ განზრახული აქვს, როგორც კი “ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას სათავეში პროევროპული ძალა ჩაუდგება, “ლელო” იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა 3-დან 6 თვეში მაქსიმუმ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს და ქვეყანა გახდება ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს საკმაოდ რეალისტურია. შარლ მიშელმა განაცხადა, როდის აპირებს ევროკავშირი გაფართოებსი ტალღა განახორციელოს და ჩვენ უცილობლად გავხდებით ამ გაფართოებსი ნაწილი, თუკი ოცნება წარმატებით წჩამოშორდება ხელისუფლებას და გვეყოლება პროევროპული მმართველობა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.