„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, „რეაქციაში“, სხვადასხვა თემასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
„დიდი იმედი იყავით და ახლა გახდით დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის და ეს უნდა დამთავრდეს…
ის პროდასავლური ძალები, რომლებიც თავიდან შეიკრიბა ქართულ ოცნებაში – კვირიკაშვილი, ჩუგოშვილი, ალასანია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, სად არის ეს ხალხი? სად არიან ეს პოლიტიკოსები? დღეს ვინ გვყავს – შაქარაშვილი. ეს ხალხი თავისით წავიდა? არა, დაინახეს, რომ ქვეყანა მოატრიალა ივანიშვილმა თავისი საცეცებით, 2024-ში არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც უნდა მოვიგოთ,“ – თქვა ხაზარაძემ.