ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტობუსში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ავ­ტო­ბუს­ში მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ როინ მე­ბო­ნი­ას 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლის უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით შეც­ვლის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ გზას გა­მო­ი­ყე­ნებს.

„ძა­ლა­ში დარ­ჩა იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც პირ­ველ ინ­სტან­ცი­ას ჰქონ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვ­და სას­ჯე­ლის უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით შეც­ვლას – მო­სა­მარ­თლემ არ და­უ­ნიშ­ნა უვა­დო და ძა­ლა­ში და­ტო­ვა 20 წელი. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ იყო ჯან­მრთე­ლი. ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დო­ბა ჰქონ­დაო. მგო­ნია, ვერ გა­ბე­დეს იმ დი­აგ­ნო­ზის და­წე­რა, რაც მას ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნო­და.

გა­ნა­ჩენს ვნა­ხავთ და გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ გზას, რაც შე­საძ­ლოა, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას“,- გა­ნა­ცხა­და სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ.

ცნობისთვის, შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში, 2022 წლის 21 მა­ისს მოხ­და. შსს-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რავ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლეს არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

იტვირთბა....