„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე, პარტია „საქართველოსთვის“ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას უკავშირდებოდა.
„მსჯავრდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების ის სტრუქტურები იღებენ, ვინც პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები – ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის!…
ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს განცდა შეუქმნან, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მოწოდებების დონეზე ხდება, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას და ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.