ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ს სააგენტო გადარჩენილებზე დაყრდნობით იუწყება, რომ როდესაც გემმა ქალაქი ზუვარა დატოვა, მასზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გემი მაღალმა ტალღებმა გადაფარა და 61 მიგრანტი, მათ შორის ბავშვები, დაკარგული და სავარაუდოდ დაღუპულია.

იტვირთბა....