ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„8 საათის განმავლობაში მათ ვარწმუნებდი, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ მათ დაიჟინეს“ – ორბანი ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე

გუშინ ევროსაბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი შემდგომ, მოლაპარაკებების, ეტაპზე გადავიდა.

ცნობილია, რომ უკრაინასთან მიმართებით, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. კენჭისყრის დროს მან დარბაზი დატოვა.

„მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით მოუმწიფებელია და ისინი არ არიან მზად ამისთვის. ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. 8 საათის განმავლობაში მათ ვარწმუნებდი, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ მათ დაიჟინეს. თუ ჩემზეა ამ პროცესის შეჩერება, ამას მოგვიანებითაც გავაკეთებდი. მათ ვუთხარი, ახლა მოგცემთ ამის უფლებას, მაგრამ ეს არ იქნება სწორი, ამიტომაც დავტოვე ოთახი”, – განუცხადა ორბანმა „პირველებს” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

იტვირთბა....