ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა“ – ანა დოლიძე

კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააჯარიმა.

„თქვენ მომეცით მე ხმა, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი იმისთვის, რომ თქვენს საკეთილდღეოდ გამეტარებინა რეფორმები, ხელფასები მოგვემატებინა, მინიმალური სახელფასო პოლიტიკა შემოგვეღო, სკოლებში უფასო კვების პროგრამა განგვეხორციელებინა, ქუჩებში უსაფრთხოება ყოფილიყო და ა.შ.

შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დავწერეთ განცხადება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არჩვები მოიპარა, მათ სურდათ, რომ ჩვენ გამფორმებლები ვყოფილიყავით იმ ახალი წესწყობილებით.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წევრობა შეგვიწყვიტა და საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ და არც ხელფასი ამიღია. მე ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი- ვკითხულობ ლექციებს, საერთაშორისო მასშტაბით საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებ.

არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ დეკლარაციები შეგვევსო, თუმცა ეს მე არ გავაკეთე, რადგან მე პარლამენტში საქმიანობა არ დამიწყია, უმალვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და „ქართული ოცნება“ თვითმარქვია ხელისუფლებად შევაფასე. რახან დეკლარაცია არ შევავსე, რადგან, ვიმეორებ არ განმიხორციელებია არცერთი წუთით პარლამენტის დეპუტატის უფლებამოვალეობა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, მე ვარ იურისტი და ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ. გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....