პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი დანიშნა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი დანიშნა.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დანიშნული სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ალექსანდრ დარჩიევი იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა – ელჩის დანიშვნას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ერ-რიადში.