ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ვიზიტით მყოფ ოკუპირებული აფხაზეთის ახალარჩეულ „პრეზიდენტს“ ბადრა გუნბას შეხვდა და ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და სოხუმს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და პირობა დადო, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებაში ჰუმანიტარული მიწოდების გზით.

ცნობისთვის, ბადრა გუნმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად 1 მარტს გამოცხადდა.

იტვირთბა....