ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და არის ომის დროს არჩევნების წინააღმდეგი” – პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი, პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ და თქვა, რომ ის ომის დროს არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია.

 „ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და არის ომის დროს არჩევნების წინააღმდეგი. ჩვენ (პოროშენკომ და ტრამპის წარმომადგენლებმა) ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ არჩევნები შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც საომარ მდგომარეობას დაასრულებს. აქედან 180 დღეში ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ნების გამოხატვას და დაიმსახურებს თავისუფალი სამყაროს ნდობას”, – წერს პოროშენკო.

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა იულია ტიმოშენკომაც, რომელმაც ომის დასრულებამდე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა.

იტვირთბა....