ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აშშ თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და – მაშასადამე ევროპელები“ – რობინ დანიგანი

ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მან საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

„გილოცავთ ყველა ქართველს! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და – მაშასადამე ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, – თქვა დანიგანმა ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....