საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება.
„ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირის გზაზე. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა და გააცნობიეროთ თქვენი დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი“, – აღნიშნულია სახ. დეპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.