გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
სამშაბათს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 153 ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას, 10 წინააღმდეგი იყო და 23-მა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მესამე თვეა მიმდინარეობს. ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ 18 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ორშაბათს ანკლავის “ჰამასის” მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ.