საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.
პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე,იმყოფება.
მას დეპუტატები კითხვას უსვამენ.
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ორი თვის წინ – სექტემბერში მივიღეთ. მივიღეთ თუ არა კოდექსი, მაშინვე დაიწყო მასში ცვლილებების შეტანა. რამდენად სერიოზულად წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტს მთელი ეს ამბავი?! რამდენი წელი ვშრომობდით, „თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ მივიღეთ და უკვე მეორედ შედის მასში ცვლილება. ეს ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! უხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება“, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.