აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ საპასუხო ტარიფებს.
„ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ აშშ-ისგან სარგებელი მიეღო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ირლანიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მოქნილობა არსებობს, თუმცა ეს შეწყდება ტარიფების ამოქმედების შემდეგ.