დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს არ სურს, წინ გაუსწროს მოვლენებს ჯიდაში გამოთქმულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.
პესკოვის განმარტებით, მოსკოვი დაელოდება ამერიკული მხარისგან შეხვედრის დეტალებზე ოფიციალურად ინფორმირებას, რის შემდეგაც კრემლში შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“თქვენ ჩქარობთ, ჩვენ კი ეს არ გვსურს. გუშინ პრესასთან საუბრისას რუბიომაც და უოლცმაც განაცხადეს, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით გადმოგვცემენ დეტალურ ინფორმაციას ჯიდაში შემდგარი საუბრის არსის შესახებ. ჯერ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა პესკოვმა.