„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, დღეს განაცხადა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოებაზე, ყველა, ვინც იყო პოლიტიკურ საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტს, დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პოლიტიკური საბჭოს ირაკლი ეძგვერაძე, გია ჭანტურია და ეკა წამალაშვილი შეუერთდებიან.
ჯერჯერობით უცნობია ენმ-ს სხვა წევრების პოზიცია.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, დღეს, 16:00 საათზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტ. საბჭოს სხდომა გაიმართება.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გავხდი მიხეილ სააკაშვილის თხოვნით და რეკომენდაციით. ახლაც მოვისმინეთ მისი განცხადება ციხიდან პოლიტსაბჭოს გაფართოების შესახებ. ახსენა ჩემი გვარიც. მივდივარ და მერე ვნახოთ. იქ კიდევ სხვებიც მოვლენ. იქ ვიქნები, სადაც ჩემი ყოფნა ხელს შეუწყობს ერთობის აღდგენას და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას…
არასწორად და უსამართლოდ მოხდა პოლიტიკური საბჭოს შეცვლა. ყრილობაზე გვახსოვს ჩვენ, საიდანაც დიდი ნაწილი გაგვიშვებს, მაშინ მოხდა პოლიტიკური საბჭოს განახლება და ახლა ვნახოთ, მივალ და გავერკვევი“, – თქვა ეკა წამალაშვილმა.