ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო გამოყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს” – კახა კალაძე

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე სოციაურ ქსელში წერს, უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია

„მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!

დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე.

საქართველო გამოყენებს ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!”, – წერს კალაძე.

იტვირთბა....