ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს და დაისჯება” – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შეფასებისას განაცხადა, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს.

ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას. გპირდებით ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს და დაისჯება! ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია დასრულდება მაშინ, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და არა მტერთან კოლაბორაციით და ღალატით, რომელი გზაც ხელისუფლებამ აირჩია! – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....