ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის ღალატი” – ნიკა მელია კირბალში მომხდარ მკვლელობას “ოცნების” “დანაშაულებრივ პოლიტიკის” შედეგს უწოდებს

ნიკა მელია მომხდარს “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს უწოდებს.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსულ რეჟიმს ემსახურება, რაც ღალატის ტოლფასია.

დანაშაულებრივი პოლიტიკა “ქართული ოცნების” მხრიდან. როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა მიისწრაფოდე და ხდებოდე წევრი ქვეყანა კოლექტიური საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, მსგავსი რამ ვერასდროს ვერ გაბედოს რუსეთმა და იცი შენ ეს გამოსავალი, როგორ უზრუნველყო ქართველების და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობა, ფიზიკური უსაფრთხოება, დაიცვა მისი მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება და ამას არ აკეთებ და რუსულ რეჟიმს ემორჩილები, ეს არის ღალატის ტოლფასი – აღნიშნა მელიამ.

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.

იტვირთბა....