ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება რუსეთის მხრიდან ყველა იმ პირის გადმოცემას უნდა ითხოვდეს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა” – “ლელო”

“ხელისუფლება რუსეთის მხრიდან ყველა იმ პირის გადმოცემას უნდა ითხოვდეს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. პარტია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

“პირველ რიგში ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს. ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი და თავს გასულმა ოკუპანტმა გაბედა ყველაზე მძიმე რამ – მოკლა საქართველოს მოქალაქე.

ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებს, ახლა უნდა დგამდეს შემდეგ ნაბიჯებს:

1. ითხოვდეს რუსეთის მხრიდან ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა;

2. იყენებდეს ყველა დიპლომატიურ მექანიზმს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან, გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა გაძლიერდეს წნეხი ოკუპანტებზე, დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად;

3. დაუყოვნებლივ მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო” – წერია გაცხადებაში.

იტვირთბა....