ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბულგარეთის პრემიერს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს. ჩვენ ასევე ვებრძვით ყველაზე სასტიკ მტერს, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ გვინახავს და რომელიც ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადის: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.