საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ისაუბრა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ – ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია]“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.