სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი – მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე – დამნაშავედ ცნო. გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლე გიზო უბილავამ დაადგინა “გრინსერვის პლუსის”, შპს “მშენექსპერტისა” და “ექსპერტიზა დიზაინის” კანონდარღვევებიც, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების – 250 000, 100 000 და 50 000 ლარის – გადახდა დაეკისრათ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას შეეწირა. შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, მარიტა მეფარიშვილი, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ 9 პირთაგან 8-ს პატიმრობა შეეფარდა.