უნგრეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია თურქეთის მოქალაქეც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 65 ადამიანზე, რომლებიც უნგრეთში უკანონოდ შეიყვანეს, რის შემდეგადაც მათ გერმანიაში გადაყვანას გეგმავდნენ.
გამოძიება ამბობს, რომ 26 წლის თურქეთის მოქალაქე და 32 წლის საქართველოს მოქალაქე ბუდაპეშტში საცხოვრებლის მართვაში მონაწილეობდნენ.