რამდენიმე დღის წინ, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე, კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1 ნოემბერს გაიქცა.
სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს.
დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახო თათარაშვილის ძმა ავთანდილ თათარაშვილი დააკავა.