ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა ის, რითაც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერი თუ დაიტრაბახებს“ – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა შეძლო გრძელვადიანი და გონივრული სტრატეგიის გატარება, რითაც აღადგინა და დაიბრუნა საკუთარი ტერიტორიები.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერს შეუძლია ასეთი რამით ტრაბახი…

[ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის] გეგმის განხორციელება დაიწყო ომის დასრულებისთანავე. მაგალითად, ფიზულიში აეროპორტის აღდგენა რეკორდულად მოკლე ვადაში მოხერხდა, რაც საოცარია. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შორს იყურებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

იტვირთბა....