ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა“ – დოლიძის პასუხი სააკაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე, დღეს, სასამართლო პროცესზე, ენმ-ში შიდა პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რა ნაბიჯებიც არის პრინციპში გაჟღერებული, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, რომელსაც ვატარებთ – კვირას გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა თანამოაზრეებთან და არ მგონია, საბოლოო ჯამში, ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მე მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა პარტიაში, სადაც სამწუხაროდ ხდება ის, რომ დღეს რომ გადავხედოთ თუნდაც პარლამენტში არსებულ მდგომარეობას, გვყავს დეპუტატები, რომლებიც არათუ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, არამედ სამწუხაროდ, იმასაც ვერ ახერხებენ, რომ შემოტევებისგან დაიცვან თანამოაზრეები, ეს უფრო დიდი პრობლემაა და ეს უფრო აზიანებს, ვიდრე ჩემი და ჩემი მეგობრების პარტიაში ყოფნა.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პარტიას ვინმე ლანძღავს, ჩვენ ვსაუბრობთ ღიად საჯაროდ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებს ახალი მენეჯმენტი, პარტიის ნაწილი ვართ ჩვენც და ის უამრავი ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს გვერდით მოიაზრება,“ – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

სააკაშვილის განცხადებას გაეცანით ბმულზე

იტვირთბა....