ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია“ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ მხარეებს მიმართა.

„ყოველთვის ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება. მაგრამ მინდა შემდეგი რაღაც ვთქვა – თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ეს სჯობია, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია, მერე მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ, მაინც ერთობლივად მოგვიხდება ერთიანობა.
გარეთ გადით, შექმენით ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

მინდა გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვეთ, რატომ ვიყოფთ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს, საბოლოო ჯამში, მაინც გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. ყველას მიმართ უკიდურესად კეთილგანწყობილი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიყებს ხელში,“ – თქვა სააკაშვილმა.

იტვირთბა....