საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე ახალ პოსტს აქვეყნებს.
„გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ამ პოსტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის, განცხადებას ეხმაურება.
გუშინ ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.

