გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას კანდიდატი ქვეყნების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, – განაცხადა ბერბოკმა.

